ინტერიერის დიზაინერები ქმნიან ლამაზ ინტერიერს, არქიტექტორები – ისეთს, რომელიც სწრაფად ასაშენებელი იქნება. არ ითვალისწინებენ ბევრ
დეტალს, რომელიც გავლენას ახდენს მაღაზიის გაყიდვების
მოცულობაზე: სასაქონლო ჯგუფების ზონირება,
აღჭურვილობის ტიპები, კლიენტის ნაკადის წესი, პროდუქციის
განთავსებისა და წარდგენის წესები, გაფორმების მასალები,
განათება და სხვა მნიშვნელოვანი პუნქტები.
სავაჭრო ობიექტი ყველაფრით განსხვავდება საცხოვრებელი
და არაკომერციული ობიექტებისგან: დაგეგმარება, ინტერიერის
დიზაინი, გარე გაფორმება, აღჭურვილობა და ავეჯი, მასალები,
განათება. ამიტომ სპეციალისტებს განსხვავებული
კომპეტენცია აქვთ.